“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა ქვეყანაში 2003-2012 წლებში, სამართლებრივად თავისი სახელი დაერქმევა” – გორდულაძე

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა ქვეყანაში 2003- 2012 წლებში, სამართლებრივად თავისი სახელი დაერქმევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს.

“ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში იქნება სახელდებრივი ის მავნებლობა, მოღალატეობა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც უხვად იყო 2003-2012 წლებში”, – აღნიშნავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები