ბელორუსში ფეხბურთის 100 მეტი გულშემატკივარი პუტინზე სიმღერის გამო დააკავეს (ვიდეო)

ბელორუსიის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ფეხბურთის 100-ზე მეტი გულშემატკივარი ბელარუს-უკრაინას მატჩის დამთავრების შემდეგ დააკავა. ადგილობრივი პრესის მტკიცებით, დაკავება შესაძლოა გულშემატკივრების მხრიდან პუტინზე უცენზურო სიმღერის გამო მოხდა. ბელარუსიის ნაკრებმა უკრაინასტან თამაშში წააგო 0:2. ორივე გუნდის გულშემატკივრები თამაშის დროს ყვიროდნენ „დიდება უკრაინას!“ და „იცოცხლე ბელორუსია!“, რის შემდეგ კი ერთად პუტინის შესახებ უცენზური სიმღერა შეასრულეს. მატჩის დროს სამართალდამცავები არ ერეოდნენ. შემდეგ კი 100 გულშემატკივარი დააკავეს. ძირითადად დაკავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან. სასამართლო ამ საქმეზე 10 ოქტომბერს გაიმართება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vBwvf372i9c” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები