ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული 200-მდე მიგრანტი მიიღო

ვენესუელამ აშშ-ში ორი თვითმფრინავი გაგზავნა, რათა დაებრუნებინა თითქმის 200 უსაბუთო მიგრანტი შეერთებული შტატებიდან.

ქვეყანა იმედოვნებს, რომ ეს იქნება ვაშინგტონთან კავშირების ახალი დასაწყისი, რადგან, როგორც ცნობილია, ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს.

„ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი თვითმფრინავი მიიღო. ჩვენ ყოველთვის ნათლად ვაცხადებდით, რომ ვენესუელელთა ნებისმიერი გადმოცემა უნდა განხორციელდეს მათი ღირსებისა და ადამიანის უფლებების აბსოლუტური პატივისცემით“, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ განახორციელებს ყველაზე დიდ დეპორტაციის კამპანიას აშშ-ის ისტორიაში და აღნიშნა, რომ გააძევებს მილიონობით უსაბუთო მიგრანტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები