Bloomberg-მა უკრაინასთან დაკავშირებით კელოგის გეგმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი, უახლოეს კვირებში უკრაინაში კონფლიქტის დასრულების რამდენიმე ვარიანტის გამოქვეყნებას გეგმავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, კელოგი აპირებს შეაგროვოს ინფორმაცია და მოსაზრებები ოფიციალური პირებისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ასევე კიევსა და ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების დროს.
მოსალოდნელია, რომ ეს წინადადებები გზას გაუხსნის ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გასამართად.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ სპეციალური წარმომადგენელი ევროპელ ლიდერებთან განიხილავს მათ სურვილს, შეასრულონ წამყვანი როლი უსაფრთხოების საკითხებში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.
ამავდროულად, როგორც სააგენტო აღნიშნავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს, თუმცა ის მხარდაჭერის სხვა ფორმებით შემოიფარგლება.
მოსალოდნელია, რომ კელოგი ასევე მოუწოდებს მოკავშირეებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რასაც ტრამპმა წარსულში არაერთხელ გაუსვა ხაზი. ევროპელ პარტნიორებთან განხილულ წინადადებებს შორის არის მზარდი ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენება.