ფიცომ მასკს სთხოვა, რომ სლოვაკეთში USAID-ის პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელს და მეწარმეს ილონ მასკს სთხოვა, მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ, რომლებმაც დაფინანსება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) მიიღეს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

„USAID-ის სააგენტოს გამოცხადებული დახურვა ასევე აისახება სლოვაკეთის შიდა საქმეებზე. ეჭვგარეშეა, რომ USAID-ის ფინანსური რესურსები სლოვაკეთშიც გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების დასაცავად. იმისათვის, რომ შევძლოთ გამოვყოთ სასარგებლო და საქველმოქმედო პროექტები სლოვაკეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან, მართებულად მიმაჩნია მოგვაწოდოთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ, რომლებიც გაცემულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასა და ცალკეულ ჟურნალისტებზე, რომლებიც მუშაობდნენ და მუშაობენ სლოვაკეთში“, – ნათქვამია მასკისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის ტექსტიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები