ირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოდიოდნენ კონკრეტული ოფიციალური პირები და საუბრობდნენ ომზე, მეორე ფრონტის ხაზზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რაც გაანადგურებდა საქართველოს ეკონომიკას
გლობალური ომის პარტიაში, ვგულისხმობ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც ასევე იყენებდნენ სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტებს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, მთავრობასთან მოდიოდნენ ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანები, მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ თავიანთი სახელმწიფოების ან შესაბამისი ინსტიტუტების სახელით
„რამდენჯერმე აღვნიშნეთ შეხვედრები დახურულ კარს მიღმა, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ კონკრეტული ოფიციალური პირები და საუბრობდნენ ომზე, მეორე ფრონტის ხაზზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რაც გაანადგურებდა საქართველოს ეკონომიკას და უზარმაზარ რეცესიას გამოიწვევდა საქართველოს ეკონომიკაში.
ისინი ჩვენთან საუბრობდნენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით სამხედრო მოხალისეების უკრაინაში გაგზავნაზე, რაც საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა რუსეთ-უკრაინის ომში.
ჩვენთან მოდიოდნენ ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანები, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ისინი საუბრობდნენ თავიანთი სახელმწიფოების ან შესაბამისი ინსტიტუტების სახელით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.