“იგეგმება 30-ზე მეტი არსებული ქუჩის რეაბილიტაცია და მშენებლობა; ოთხი ახალი ქუჩის მშენებლობაა წელს დაგეგმილი, რომელიც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას” – ბათუმის მერი

“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ დღეს ბათუმში, ვინაიდან როგორც გოგებაშვილი, ასევე რუსთაველი ერთ-ერთი საკვანძო და არტერიულია ჩვენი ქალაქისთვის”, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო – ისევე, როგორც საფარი.

“სანიაღვრე სისტემები და მიწისქვეშა კომუნიკაციები პრაქტიკულად არ არსებობდა. ახალი პროექტის შესაბამისად, როგორც საგზაო სამოსი, სრულად შეიცვლება. სამფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა. ასევე მოეწყობა ჭკვიანი შუქნიშნები, გზაგამყოფი ზოლი, განათებები, რაც გააადვილებს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლას, ასევე უსაფრთხოების ნაწილში ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილება ჩვენი ქალაქისათვის.

იგეგმება 30-ზე მეტი არსებული ქუჩის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ოთხი ახალი ქუჩის მშენებლობაა წელს დაგეგმილი, რომელიც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას“, – განმარტა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები