უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი ვერ გახდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კანცლერის კანდიდატ ფრიდრიხ მერცთან დებატებისას განაცხადა.
კანცლერის თქმით, უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში მალე არ მოხდება, რადგან აშშ-მა ეს ნაბიჯი უარყო.
თავის მხრივ, ფრიდრიხ მერცმა საკითხზე, მიიღებენ თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას, განაცხადა, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ.
”ნატო არ იღებს წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან”, – თქვა მერცმა.
ამასთან, კანცლერობის კანდიდატმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სწორი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კიევს „ბევრად მეტ უსაფრთხოებას“ მიანიჭებს.