“ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ დაერღვიათ კანონი და ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გულის ტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ” – ზარქუა

“ამ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ დაერღვიათ კანონი და ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, გულის ტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“იქ, სადაც იყო შესაძლებელი, ჩვენ ვნახეთ, რომ გირაო შეუფარდეს და 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ხომ იმ პერიოდში დაკავებული და უმრავლესობა გამოუშვეს, გირაო, ხელწერილი და ა.შ. როგორც არის, ხოლო იმ ნაწილში, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და ცალკეული მძიმე მუხლები, იქ გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები