ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მსჯავრდებულებისათვის ექსკურსია მოეწყო
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პირობით მსჯავრდებულებისათვის ექსკურსია მოეწყო.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ათმა პრობაციონერმა, პრობაციის ოფიცრებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად, სამკილომეტრიანი სალაშქრო მარშუტი გაიარა.
მათ ეროვნულ პარკში დაცული იშვიათი, ენდემური ჯიშის მცენარეთა სახეობები დაათვალიერეს. შემდეგ კი მოინახულეს ვოლიერები, სადაც წითელ წიგნში შეტანილი ნიამორები ბინადრობენ.