„ისლამური სახელმწიფო” რუსეთში შეჭრით იმუქრება

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ომარ ალ-შიშანმა (ზედმეტსახელად ომარ ჩეჩენეცი) მამას ტელეფონით შეატყობინა, რომ „ბოევიკების“ ერთ-ერთი შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება. ამის შესახებ უცხოური პრესა წერს.
„მამა, არ იღელვო, სახლში ჩამოვალ და რუსებს სეირს ვუჩვენებ. ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი მოდის, და ისინი უფრო მეტნი იქნებიან“, – „ბოევიკის“ მამამ თემურ ბათირაშვილმა შვილის სიტყვების ციტირება მოახდინა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-შიშანის ნამდვილი სახელი და გვარი თარხან ბათირაშვილი იყო.
„ჩვენი მიზანი ცხადია და? ყველამ იცის, რისთვის ვბრძოლობთ. ჩვენი გზა ხალიფატისკენ მიდის“, – განაცხადა ალ-შიშანიმ ვიდეომიმართვაში. ექსპერტების ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ათასამდე რუსულენოვანი ჯიჰადისტია. მათი უმეტესობა – ჩეჩნებია, როგორც ომარ ალ-შიშანი. შიშანი – საქართველოს ჩრდილოეთით პანკისის ხეობის მკვიდრია.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ განადგურების შესახებ განაცხადა. კადიროვის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი რუსეთში შეიჭრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები