პაატა სალია: საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ ნორმატიული ბაზა, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის სახით, ვერ უზრუნველყოფდა სათანადოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას

“საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ ის ნორმატიული ბაზა, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის სახით, ვერ უზრუნველყოფდა სათანადოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონმდებლობაში საერთოდ საუბარი არ იყო პიროტექნიკის გამოყენებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, პარლამენტის მიერ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ ის ნორმატიული ბაზა, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის სახით, ვერ უზრუნველყოფდა სათანადოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონმდებლობაში საერთოდ საუბარი არ იყო პიროტექნიკის გამოყენებაზე. რამხელა ზიანი მიაყენა იმ რამდენიმე დღემ – არის ასეულზე მეტი პოლიციელი, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა პიროტექნიკისა და სხვადასხვა ნივთის გამოყენების გამო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ნიღბების აკრძალვა, რომელიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და სხვა.

გეტყვით, რომ არც ერთი ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, წინააღმდეგობაში არ მოდის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან, არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და არც ერთი იმ ქვეყნის კანონმდებლობასთან, რომლის წარმომადგენლებიც ასე დარდობენ და განიცდიან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოში. ისინი ყველა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ხშირ შემთხვევაში ბევრ ქვეყანას არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ის დარღვევები, რაც ჩვენი კანონმდებლობით იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია და პირს ნასამართლობაც კი ერიცხება“, – განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა – კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა – მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები