ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7095 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1680 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.