ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის დროს განხილული იქნა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხები.

ასევე, როგორც გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, საუბარი შეეხო უნგრეთში რუსეთისა და აშშ-ის სამიტის მზადებას.

„ვლადიმერ პუტინმა ვიქტორ ორბანს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრის დეტალები. აღნიშნა, რომ ამერიკის წარმომადგენლებთან მომავალ კონტაქტებში მოსალოდნელია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზების პოვნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები