“ოქროს ნივთების საერთო ღირებულება 431 065 ლარს შეადგენს” – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთების საქართველოდან გატანის ფაქტები აღიკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთების საქართველოდან გატანის ფაქტები აღკვეთეს.

უწყების ცნობით, დადგენილია, რომ საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა, შემოწმების პუნქტში, რენტგენული აპარატის მეშვეობით შესაბამისი პროცედურების გავლის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგში – ერთ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს, ხოლო უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქის ხელბარგიდან – ნახევარ კილოგრამამდე 7 ოქროს მონეტა ამოიღეს.

“ამოღებული არადეკლარირებული ოქროს ნივთების საერთო ღირებულება 431 065 ლარს შეადგენს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – წერია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები