რუსეთმა უკრაინის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა
რუსეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დნეპროპეტროვსკის რეგიონში მისმა ძალებმა სოფელი პრივილია დაიკავეს, რომელიც სოფელ ვერბოვედან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 6 კილომეტრში მდებარეობს.
პრივილია დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძალებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლები, პიშჩანე და ტიხე დაიკავეს.
მანამდე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში კუპიანსკის ფრონტის ხუთ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის, პიშჩანესთან, რუსი სამხედროების 13 თავდასხმა მოიგერიეს.