ირანი ლიბანში ისრაელის მიმდინარე თავდასხმებს გმობს

ირანმა გააკრიტიკა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმები და აღნიშნა, რომ ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თითქმის ყოველდღიური თავდასხმები „ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა“.

ლიბანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელ ანსარზე თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი მოკლა და შვიდი დაჭრა.

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ სამიზნე ჰეზბოლა და მისი მოკავშირე დაჯგუფებები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები