მადაგასკარში, სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა

დღეს მადაგასკარში სამხედრო გადატრიალების ლიდერი, პოლკოვნიკი მაიკლ რანდრიანირინა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა.

“ვფიცავ, რომ შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, როგორც მადაგასკარის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთელი ძალისხმევით დავიცავ ეროვნულ ერთობასა და ადამიანის უფლებებს”,- განაცხადა რანდრიანირინამ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე.

ცერემონიას ესწრებოდნენ სამხედრო ოფიცრები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები და რამდენიმე უცხოური დელეგაცია, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

რანდრიანირინას თქმით, როდესაც სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მათ პარლამენტის ქვედა პალატის გარდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაშალეს.

მან ასევე განაცხადა, რომ სამხედროების კომიტეტი გარდამავალ მთავრობასთან ერთად ორ წლამდე ვადით იქნება ხელისუფლებაში, რის შემდეგაც ახალი არჩევნები ჩატარდება.

ცნობისთვის, რანდრიანირინა არმიის ელიტური დანაყოფის, CAPSAT-ის მეთაური იყო.

ბოლო კვირების განმავლობაში, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო მასობრივი დემონსტრაციები სასიკვდილო გახდა, გაერო-ს მონაცემებით, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები