ტრამპმა განათლების მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციის ხარჯებს გაუმართლებელი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში განათლების მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციის ხარჯები გამართლებული არ არის, რადგან ქვეყანა რეიტინგში ბოლო ადგილზე იყო.

„ერთ მოსწავლეზე ყველაზე მეტს ვხარჯავთ, ბევრად მეტს. მაგრამ გასულ წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ რეიტინგის ბოლოში მოვხვდით“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს სტრუქტურებში ასევე მოსალოდნელია ისეთი აუდიტის ჩატარება, როგორიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა (DOGE) USAID-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები