დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, აბსოლუტურად გასაგებია,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავს.
“ბოლო დროს, ICC მიკერძოებულ პოლიტიკურ იარაღად იქცა და ძირს უთხრის მთელ საერთაშორისო სასამართლო სისტემას. მისმა გადაწყვეტილებებმა მხოლოდ ხელი შეუწყო გაურკვევლობის გაუარესებას მსოფლიოს ისედაც რთულ ნაწილებში.
უნგრეთი ასევე აფასებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს”,- წერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.