“ვფიქრობ ამ კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
„კარგადაა ცნობილი ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი, სუფთა ფურცლით დაიწყოს და ამას ჰქონდეს მართლაც შინაარსობრივი დატვირთვა. ვფიქრობ, რომ ამ კონტაქტმა და კომუნიკაციამ იმის იმედი მოგვცა, რომ უფრო დინამიკურად და საქმიანად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა.