“დავივიწყოთ რაც გააფუჭა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ურთიერთობები ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.
„ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან გვქონდეს კომუნიკაცია. ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული, უნდა იყოს ხელშესახები, უნდა დავივიწყოთ რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ და „დიფ სთეითის“ ჩანერგილმა პირებმა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობები, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს, აშშ-ის ინტერესები“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა.