მეთევზეებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს
ფოთელი მეთევზეები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, საქართველოს მასშტაბით, ტერიტორიულ წყლებში სახლართი ბადეებით თევზაობა აიკრძალა.
მას შემდეგ, რაც კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მათ პალიასტომის ტბაში შესვლის ნება არ მისცა, მეთევზეებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიციასა და მეთევზეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორის თქმით, მეთევზეები თევზის რეწვას მანამდე ვერ შეძლებენ, სანამ მთავრობის სხდომა არ გაიმართება და დადგენილებაში ცვლილებები არ შევა. ფოთელი მეთევზეები საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.