ვიქტორია ნულანდი: რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ გადაიხედება, ვიდრე კიევი არ აღადგენს სუვერენიტეტს

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ გადაიხედება, ვიდრე კიევი არ აღადგენს სუვერენიტეტს სახელმწიფო საზღვარზე და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიდრე უკრაინის ტერიტორიას უცხო ქვეყნის ჯარი და შეიარაღება არ დატოვებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი მანამდე არ შემსუბუქდება.
“დღეს ქაღალდზე არსებობს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება. უკრაინის დიდ ნაწილში სიშვიდეა, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება დღემდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნაწილებში ირღვევა”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში კვირის დასაწყისში გამეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა უკრაიული მედიის ცნობით, “ბოევიკები” ცეცხლს უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით ყოველდღიურად ხსნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები