ისრაელმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ ოფიციალური წერილი წარადგინა
ისრაელმა ოფიციალურად წარუდგინა ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარეს, შვეიცარიის ელჩს გაეროში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თელ-ავივი გაეროს ამ ორგანოს ტოვებს, – ამის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, დანიელ მერონმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„სულ რაღაც ერთი საათის წინ მე წარვუდგინე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის წერილი, რომელშიც ის აცნობებს პრეზიდენტს, რომ ისრაელი ტოვებს ადამიანის უფლებათა საბჭოს“, – თქვა მერონმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან შეერთებული შტატების გაყვანის შესახებ.
მოგვიანებით კი აღნიშნული ორგანოდან გასვლის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც განაცხადა.