პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვებს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვებს განაგრძობს. დიასპორის, კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან სანიკიძე აცხადებს, ის 2015 წლის ბიუჯეტის არსებულ პარამეტრებს მხარს დაუჭერს, თუმცა უწყებისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს 2016 წლისთვის დააყენებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ბიუჯეტი მილიონი ლარი იქნება და უწყების მიერ განხორციელებული პროექტები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები