სასიკვდილო ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

ვარაუდობენ, რომ მაკედონიაში ბრიტანეთის მოქალაქე ებოლას ვირუსით დაიღუპა. ტურისტის ზუსტი გარდაცვალების მიზეზი ორ დღეში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა გარდაცვლილი დასავლეთ აფრიკაში.
ვირუსი სხვადასხვა ქვეყნებში თანდათან ვრცელდება. ბოლო შემთხვევა გერმანიაშია დაფიქსირებული. სერბეთში ერთბაშად 700 ადამიანს იკვლევენ. გავრცელებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომლის მიხედვით ამ დრომდე 3 860 ადამიანია დაღუპული. საფრთხე ექმნება ჯანდაცვის წარმომადგენლებსაც, დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი მედიცინის მუშაკია.
ებოლა სასიკვდილო ვირუსია. დაავადებულთა 90%-ზე მეტი იღუპება. ვირუსი იწვევს თავის, მუცლისა და კუნთების ძლიერ ტკივილს, ღებინებას, გამონაყარს, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებს. შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. ვისუსი სასიკვდილო ორი კვირის თავზე სისხლდენისა და შოკის შედეგად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები