უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 150 სამხედრო დაიბრუნა

აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინაში 150 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს რეგიონში ტყვედ ჩავარდნილი საზღვაო ძალები, უკრაინის საჰაერო ძალები, საჰაერო-სადესანტო და სახმელეთო ძალების თანამშრომლები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის მონაწილეები და პოლიციელი სახლში დაბრუნდნენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათი ნაწილი ოკუპანტების ტყვეობაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაცვლის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები