მამუკა მდინარაძე: მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას – გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც და მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში ანტინარკოტიკული პოლიტიკა გამკაცრდება.
მისივე თქმით, ასევე გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც და მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.
“მომდევნო ორი თვის განმავლობაში: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო, მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება.
ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას; გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც”,- განაცხადა მდინარაძემ.