დავით სონღულაშვილი – პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ყაზახეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგროსასურსათო მიმართულებით

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტის მიმართულებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით.

„ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით, იმიტომ რომ არის აგრარული ქვეყანა. გარდა ამისა, ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია. ეს შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრებიც,”- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები