ირანი: ტრამპის პოლიტიკა თეირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ შესახებ მორიგ მარცხად იქცევა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის ხელახალი დაწესება მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მოხდა.
”მე მჯერა, რომ მაქსიმალური ზეწოლა წარუმატებელი ექსპერიმენტია და მისი ხელახლა მცდელობა გადაიქცევა მორიგ მარცხად”, – განაცხადა არაღჩიმ.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ახორციელებდა ირანის წინააღმდეგ, გამოჰყავდა შეერთებული შტატები ირანსა და დიდ სახელმწიფოებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და ხელახლა დააწესა მკაცრი სანქციები.
გუშინ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აღადგენს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას ირანის წინააღმდეგ ბრალდებების გამო, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შესაძლებლობებს ეძებს.
„თუ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი, ეს მიღწევადია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.