თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის 868 აბონენტს. 11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელის და წავკისის 702 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის 1367 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის 690 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების 182 აბონენტს. 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გოთუასა და გელოვანის ქუჩების 80 აბონენტს. 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, ქავთარაძის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, მიხეილ თამარაშვილის და შევარდენიძის ქუჩების 1285 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, წერონისის, ზედამზის, ლაითურის, ჟღენტის, სამღერეთის, პიონერის და მაჩხაანის ქუჩების 381 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, 13:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას I შესახვევის, ვერეს II შესახვევის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სანაპიროს ქუჩის 448 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერეკლე II შესახვევის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, ავლევის, ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩების 212 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების 350 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00-დან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების 305 აბონენტს.
ისნის რაიონში, 11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შემოსავლის, კარდანახის, ლომოურის, სამოქალაქოს და შემოვლის ქუჩების 226 აბონენტს. 12:00 -დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, მთისძირის, უშაკოვის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, მესხეთის, რატილის, წალენჯიხის და გეზათის ქუჩების 1584 აბონენტს.
სამგორის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VII მიკრორაიონის, ლილოს დასახლების, შუამთის, ჯავახეთის, ღლონტის და ფრანგულიანის ქუჩების 1115 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.