“თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ” – შოთა ბერეკაშვილი

“თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ. ამის შემდეგ უფრო მარტივი და ადვილი იქნება იმ მიზნების მიღწევა, რომელიც ჩვენ გვინდა”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

„ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ იმ ეკონომიკურ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევძელით. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი არ შეჩერდეს. თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, რომ 4 წლის შემდეგ გვექნება ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 13 ათასი დოლარი იქნება, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ქვედა ზღვარს მივაღწევთ. ამის შემდეგ უფრო მარტივი და ადვილი იქნება იმ მიზნების მიღწევა, რომელიც ჩვენ გვინდა.

საერთო ჯამში, რა არის საქართველოს მოქალაქეების მიზანი? – მათი მიზანია, იცხოვრონ დამოუკიდებელ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში. ეს ქმნის თავისუფლებას და ეს ქმნის მომავალს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები