გიორგი ჩაკვეტაძე საგამოძიებო კომისიაზე: სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს

,,სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ საქმეს და ბოროტებას, რომელიც ჩაიდინა „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ყველა იმ საქმეს და ბოროტებას, რომელიც ჩაიდინა „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ თავისი სახელი დაერქვას. ასე რომ, მზად ვართ იმისთვის, რომ უკვე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები