ვახტანგ ჩოჩია საგამოძიებო კომისიაზე: თუ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ბრალი დადასტურდება, ცხადია ისინი მიეცემიან შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში

,,თუ ამ პირების [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების] ბრალი დადასტურდება, ცხადია ისინი მიეცემიან შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვახტანგ ჩოჩია საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მისი თქმით, ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპი არსებობს.

„თუ ამ პირების [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების] ბრალი დადასტურდება, ცხადია ისინი მიეცემიან შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წარმოადგენდა მმართველი გუნდის პოლიტიკურ დაპირებას, მეორე მხრივ, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უნდა იცოდეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს სამართლის უზენაესობის პრინციპი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პროფესიის წარმომადგენელი იქნება, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები