“გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც დააზიანებს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს, პირდაპირ იმოქმედებს ტურიზმზე, ვალუტის კურსზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“არ მოიტანა შედეგი პროსპექტების გადაკეტვამ თბილისში, ვინაიდან დაშვებულია მშვიდობიანი აქციების ჩატარება ყველგან, თუ ის რაოდენობაა, რომელსაც შეიძლება გზის გადაკეტვა დასჭირდეს. ცდილობენ, რომ ეს დესტაბილიზაცია შეინარჩუნონ და რეგიონში აფეთქება მოახდინონ. ჭავჭავაძე იქნება, რუსთაველის გამზირი იქნება, ამის გადაკეტვა არ იკმარეს და გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, რომელიც დააზიანებს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს, პირდაპირ იმოქმედებს ტურიზმზე, ვალუტის კურსზე”, – აღნიშნა ვოლსკიმ.