მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ამერიკაში პატრონები აღარ ჰყავთ, ევროკავშირშიც პატრონები უმცირდებათ და წავიდნენ ისეთ რადიკალურ პროცესებზე, რომელსაც აქ არავინ არ დაუშვებდა

“კოლექტიური “ნაცმოძრაობა” აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“მოსწყინდათ. პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ, სოციალურ ქსელში მხარდამჭერები აღარ ჰყავთ, პარლამენტის არჩევნები წააგეს, უცხოეთში. კონკრეტულად ამერიკაში პატრონები აღარ ჰყავთ, ევროკავშირშიც პატრონები უმცირდებათ და თქვეს, რომ ახლა უკვე ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთ და წავიდნენ ისეთ რადიკალურ პროცესებზე, რომელსაც აქ არავინ არ დაუშვებდა. მორიგ ჯერზე, ეს იყო რეალური მცდელობა იმისა, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები