“საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ “ნაცები“ გარდა სხვა “ღირსებებისა” სერიოზული ავადმყოფებიც არიან“

სანდრო ბრეგაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან “ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს,რომ ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო პარტიულ სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს აპროტესტებდეს.
„არა რა, საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ეს “ნაცები“ გარდა სხვა “ღირსებებისა” სერიოზული ავადმყოფებიც არიან. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტია აპროტესტებდეს სახელისუფლებო პარტიულ სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.ეტყობა “ნაცებს“ გონიათ,რომ “ქართულმა ოცნებამ“ მათთან შეთანხმებით უნდა დანიშნოს მათი მოსაწონი აღმასრულებელი მდივანი.
გასაგებია რომ ე.წ. ოპოზიციამ გააკრიტიკოს სამთავრობო დანიშვნები,მაგ.რომელიმე მინისტრის თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატურა, გამგებლების და გუბერნატორების კანდიდატურებიც გააკრიტიკონ,მაგრამ ვინ ეკითხება სხვა პარტიას თუ ვის დანიშნავს მეორე პარტია თავის შიდაპარტიულ სტრუქტურაში??? რაღაცნაირად მესმის რომ ხელისუფლების დაკარგვის შემდგომ რთულია სკამს მიჩვეული ნაცების მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა,მაგრამ ნუთუ ერთი ჭკუათმყოფელი არ შერჩა მათ რიგებში,რომ ეს აბსურდამდე მისული სისულელე გააჩეროს??? გამოდის რომ ბატონი ჯანყარაშვილის დანიშვნა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე სერგო რატიანთან,გივი თარგამაძესთან,ირმა ნადირაშვილთან, ჩიორასთან და გიგა ბოკერიასთან უნდა შეეთანხმებულიყო??? მართლა ვერ ხართ პატივცემულო “ნაცებო“ თუ თავს გვაცოდებთ,რომ დავიჯეროთ თქვენი არაადექვატურობა??? თქვენ ისეთი ტემპებით მიდიხართ, რომ მომავალ არჩევნებში სხვა პარტიების პარტიული სიების თქვენთან შეთანხმებასაც მოითხოვთ და მერე მართლა მოვლენ თეთრხალათიანი ბიძები რათა გიმკურნალონ“, – წერს სანდრო ბრეგაძე.
“ქართული ოცნების” ახლადდანიშნული აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის საბიუჯეტო შემოსავლებმა ერთი წლის განმავლობაში 130 ათსს ლარს გაადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” აქვეყნებს. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჯანყარაშვილის ხელფასის შესახებ მონაცემები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. ოპოზიციის მტკიცებით, გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსის სახელფასო შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 130 ათას ლარს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები