გაერო: „ბოევიკები“ უკრაინაში დატყვევებულ ქალებს ფრჩხილებს აძრობდნენ და სიგარეტს აქრობდნენ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი უკრაინაში „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ მეამბოხეების მხრიდან წამების და ძალადობის შემთხვევები დააფიქსირა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის სამმართველოს ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, 26 აგვისტოს „ბოევიკებმა“ ქალაქ იასინოვატაიადან ქალი გაიტაცეს.
„მას სცემდნენ, გაუპატიურებით და მოკვლით ემუქრებოდნენ. შემდეგ კი აიძულეს ქუჩაში უკრაინის დროშაში გახვეული გასულიყო გულზე წარწერით „ის ჩვენს შვილებს კლავს“. მას ხალხი სახეში აფურთხებდა, ჯოხებით სცემდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში კიდევ ერთ შემთხვევას აღწერენ. ქალბატონს, რომელიც „ბოევიკებს“ ტყვედ ჰყავდათ, სცემდნენ და აიძულებდნენ ხელის გამოწოდებას ნაცისტური სალამით და „ხიგ ხაილის“ ყვირილს. ქალს ასევე გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, მის ყურებთან ისროდნენ და რამდენიმე დღით გამათბობელთან ხელბორკილებით დააბეს.
გაეროს ანგარიშში საუბარია მოხალისეების გატაცებაზეც. მათ სცემდნენ, ცხვირზე სიგარეტს აქრობდნენ და ფრჩხილებს აძრობდნენ. ერთ-ერთი მოხალისე ტყეში წაიყვანეს და საკუტარი თავისთვის საფლავის გათხრა აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები