ვლადიმერ ბოჟაძე: უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ემტერება ჩვენს ხელისუფლებას

“თქვენ იცით, რომ უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ემტერება ჩვენს ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი მოთხოვნები – არ გავაგზავნეთ მოხალისეები, არ დავაწესეთ ორმხრივი სანქციები, არ ჩავკეტეთ ცა და ა.შ. და არ შევქმენით საფუძველი, მიზეზი იმისა, რომ რუსეთს კვლავ დაეწყო საქართველოსთან ომის ცხელი ფაზა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, უკრაინა საქართველოს ხელისუფლების დასაზიანებლად ყველაფერს აკეთებს.

“აქედან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია, ყველაფერს აკეთებენ რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ხელისუფლება. სწორედ ოპოზიცია უკრაინის დელეგაციასთან ერთად იყო თანაავტორი იმ სრულიად სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციისა, რომელიც 114 ხმით გავიდა, ანუ, ფაქტობრივად, ერთმა მესამედმა მისცა ამ გადაწყვეტილებას ხმა, მათ შორის, აქტიურობდნენ პოლიტიკოსები იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ისედაც მოიაზრებიან საქართველოს მტრებად და “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრებად. ასე რომ, უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია – მათი ელჩის გაწვევა, ჩვენი ელჩის, ფაქტობრივად, გამოძევება. თუმცა, ჩვენ ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვაგრძელებთ ცალმხრივ რეჟიმში მეგობრობას”, – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები