პოროშენკოს და პუტინის შეხვედრა მილანში გაიმართება

 

    უკრაინის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, მილანში გაიმართოს, სადაც ფორუმი „აზია-ევროპა“ ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. უშაკოვის თქმით, შეხვედრა ე.წ. ნორმანდის ფორმატში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თანდასწრებით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პეტრე პოროშენკოს და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრა მინსკში, 26 აგვისტოს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები