საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა სალია საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„ამ ზომის ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა. ხელი მოეწერა მემორანდუმს ემაარ ჯგუფთან, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ეს მნიშვნელოვან ბიძგი იქნება სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები“, – აცხადებს სალია.
ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.