ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.