ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოში ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე: ვინ მისცა ამ ბატონს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოში ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ლორდთა პალატის წევრის, ლორდ დონ ტუიგის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვინ მისცა ამ ბატონს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება. რატომ აძლევს იგი თავის თავს ამის უფლებას, ძალიან გასაკვირია. იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, თუ როგორი უხეში დოზებით ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ვერ ეგუებიან, რომ მიუხედავად მათი ასეთი უხეში ჩარევისა, ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ისინი წაგებულ პოზიციაში არიან და ახლა შესაბამისად, რაღაცნაირ, რევანშისტულ განწყობაზე არიან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი რადიო „თავისუფლებასთან“ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ჩამორთმევაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები