საგარეო უწყება: საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა,  მინისტრის რანგში სომხეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის.

,,მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორობაზე და ტურიზმის მაღალ მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც, სომხეთი მესამე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორებს შორის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატს, რომელიც მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მაკა ბოჭორიშვილმა არარატ მირზოიანი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები