მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას, გამოვხატავთ მზაობას, ვიყოთ ხელშემწყობი იმ სამშვიდობო პროცესის, რაც ჩვენს მეზობლებს შორის მიმდინარეობს

,,საქართველოს ნამდვილად აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, ამ მიმართულებითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზაობას, ვიყოთ ხელშემწყობი იმ სამშვიდობო პროცესის, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში სომეხ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს შორის არაერთი მიმართულებით არის თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა ფორმატს მოიცავს.

„დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ერევანში, ჩატარდება საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სხდომას უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრები. მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სომხეთის და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც, რაც მიანიშნებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო სურვილები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება პირველ რიგში ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოსდაცვით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა სფეროს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში არის, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს ნამდვილად აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ მიმართულებითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზაობას, ვიყოთ ხელშემწყობი იმ სამშვიდობო პროცესის, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები