მაკა ბოჭორიშვილი: არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი, სომხეთმა და საქართველომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა უკეთ იყოს წარმოჩენილი რეგიონის ინტერესები

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა და არსებობს, ალბათ დიდი ხანია, იმსახურებდა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში ჩასმას და ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ დღეს ამ ურთიერთობას ჩვენ ვეძახით სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის კუთხით.

„არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები მეტი შინაარსით დავტვირთოთ, მეტად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში, სომხეთმა და საქართველომ გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა, რათა უკეთ იყოს წარმოჩენილი ჩვენი რეგიონი, ჩვენი რეგიონის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ვეძიოთ ის მეტი საერთო ინტერესი, რაც, დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის არსებობს. ზოგადად, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა არის ძალიან ძლიერი ფუნდამენტურად და ბევრი მიმართულებით. ჩვენ მონდომებული ვართ, მეტად გავამყაროთ ის ურთიერთობები, რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები