გია აბაშიძე: “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება – PACE-ში უფლებამოსილების დამტკიცების მიუხედავად, მიუღებელია იმ ასამბლეაში ყოფნა, სადაც უარგუმენტოდ და უსინდისოდ გვესხმიან თავს
,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება – PACE-ში უფლებამოსილების დამტკიცების მიუხედავად, მიუღებელია იმ ასამბლეაში ყოფნა, სადაც უარგუმენტოდ და უსინდისოდ გვესხმიან თავს,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.
მისივე თქმით, თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისაღებია ნაცრეჟიმის წარსული კრიმინალობა და მის სამარცხვინო წევრთა ტოტალურად ყალბი “მესიჯბოქსი”, პატივს არ სცემენ მილიონ 120 ათასზე მეტ ქართველს, რომელმაც ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”, იქ საქართველოს ინტერესებზე მუდმივი თავდასხმა აუტანელია და უკუსაგდებია.
,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება – PACE-ში უფლებამოსილების დამტკიცების მიუხედავად, მიუღებელია იმ ასამბლეაში ყოფნა, სადაც უარგუმენტოდ და უსინდისოდ გვესხმიან თავს. თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისაღებია ნაცრეჟიმის წარსული კრიმინალობა და მის სამარცხვინო წევრთა ტოტალურად ყალბი “მესიჯბოქსი”, პატივს არ სცემენ მილიონ 120 ათასზე მეტ ქართველს, რომელმაც ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”, იქ საქართველოს ინტერესებზე მუდმივი თავდასხმა აუტანელია და უკუსაგდებია!
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია – ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში”, – წერს გია აბაშიძე.