თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის”

„ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც გარკვეული დათქმებით იქნა მიღებული.

თამარ ჩიბურდანიძე სინანულს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს სუვერენიტეტს არად აგდებენ. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები ცვლიან.

„ჩვენი თაობის ბრძოლა და მოლოდინები შერცხვენილი სახელით დაასრულა ევროპამ. მართლაც გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ დღეს ამას ვწერ თავისუფალი საქართველოდან გარკვეული ძალების ტყვეობაში მყოფ ევროპაზე.

როგორ წარმოვიდგენდი, რომ წარსულში, სახელმწიფო არქივის სისხლიანი ქრონიკების წამკითხველი, იმ ტკივილის შემდეგ, იგივე განცდა მექნებოდა იმედით შემყურე ევროპაზე?

როგორ წარმოვიდგენდი, რომ ისტორიის ფურცლებზე რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები შეცვლიდნენ?

ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე”.

გუშინდელ „გმირებს” შევახსენებ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი”!

საქართველოში თავისუფლების სიო უკვე უბერავს, ევროპაში კი ჯერ კიდევ მონობის ბორკილების ხმა ისმის. როგორც ჩანს, მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები