“ქართველი ხალხი ამაყია, ულტიმატუმის ენით საუბარსა და შანტაჟს ვერ აიტანს” – ვახტანგ ჩოჩია
“ვიდრე გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ, როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
ჩოჩიამ განმარტა, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ქართველი ხალხი არის ამაყი ხალხი, რომელიც ვერ აიტანს ულტიმატუმის ენით საუბარს, ვერ აიტანს შანტაჟს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დროებით აჩერებს მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ ევროპის საბჭომ დღეს კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია. ვიდრე გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ, როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში”, – განაცხადა ჩოჩიამ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.